About Us / ჩვენს შესახებ

Geoportal.ge — ეს არის ქართული ონლაინ სივრცე, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, მათ ბიზნესებს, დასაქმების შესაძლებლობებს, პროფესიულ მომსახურებებსა და უძრავი ქონების შეთავაზებებს ერთ პლატფორმაზე. ასევე ჩვენს პლატფორმაზე გამოქვეყნდება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, რაც მეტად გააერთიანებს ამა თუ იმ ქვეყანაში ჩვენს დიასპორას.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართველებს შორის ერთიანობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენი ქართული სულის და ტრადიციის მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ შევქმენით სივრცე, სადაც შეგიძლია იპოვო შენი თანამემამულე, რომელიც ცხოვრობს შენს ქალაქში, სთავაზობს პროფესიულ სერვისს, ქირაობს ან აქირავებს ბინას ან უბრალოდ ეძებს ახალ შესაძლებლობებს. რაც თავის მხრივ მეტად გაამარტივებს ცხოვრებას ახალ გარემოში.

Geoportal.ge არის ადგილი, სადაც საჭირო ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება გაცილებით მარტივი ხდება — იქნება ეს სამუშაოს ძიება, ბიზნესის განვითარება თუ უბრალოდ სურვილი, ქართველ საზოგადოებასთან ახლოს იყო.

ჩვენი მიზანი
ჩვენი მთავარი მიზანია გავამარტივოთ უცხოეთში მცხოვრები ქართველების ყოველდღიურობა — დავეხმაროთ მათ უკეთ წარმოჩინებაში, ბიზნესებს კლიენტების მოძიებაში, დასაქმებასა და ერთმანეთს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გარემოს შექმნაში.
გვინდა, რომ Geoportal.ge გახდეს მთავარი პლატფორმა, სადაც ყველა ქართველი იპოვის ადგილს — როგორც მომხმარებელი, ისე  სპეციალისტი ან მეწარმე.
Geoportal.ge წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და მსოფლიო დიასპორას — ერთ ოჯახად.