ვებ-გვერდის/პლატფორმის მფლობელი და ოპერატორია
შპს „თრეველმედ გლობალ“
საიდენტიფიკაციო კოდი: 404508190
მისამართი: სართიჭალას ქუჩა №7, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 579 00 10 40
ელფოსტა: info@geoportal.ge
ოფიციალური სოციალური ქსელები:
Facebook: https://www.facebook.com/georgianportal
Instagram: https://www.instagram.com/georgianportal/
ვებ-გვერდის გამოყენებით, რეგისტრაციით ან მომსახურების შეძენით, მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს:
1.1 კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ სერვისს, რომელიც მოიცავს:
ბიზნესის განცხადებების განთავსებას;
პროფესიული მომსახურების განცხადებების განთავსებას;
ვაკანსიების გამოქვეყნებას;
1.2 განცხადებები ქვეყნდება პლატფორმაზე განსაზღვრული ვადით.კომპანია არ წარმოადგენს განცხადებაში მითითებული მომსახურების უშუალო მიმწოდებელს და არ არის პასუხისმგებელი განცხადებაში მოცემული ინფორმაციის შინაარსზე, სისწორეზე ან შედეგზე. აღნიშნულზე პასუხისმგებელია განცხადების განმთავსებელი.
2.1. კომპანია უფლებას იტოვებს შესთავაზოს მომხმარებლებს დამატებითი სერვისი — განცხადების განთავსება ან პრომოუშენი კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok).
2.2. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეძენილი აქვთ პლატფორმის ფასიანი მომსახურება.
2.3. სოციალური ქსელებში გამოქვეყნების ფორმატი, ვადა და პირობები განისაზღვრება პლატფორმაზე ან ინდივიდუალური შეთანხმებით. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას გამოქვეყნებაზე, თუ შინაარსი არღვევს მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე წესებს.
3.1. ყველა ფასი მითითებულია ლარში (GEL):
1 თვის ვადით განცხადების განთავსება — 20 ლარი;
1 წლის ვადით განცხადების განთავსება — 200 ლარი.
3.2. საბოლოო თანხა მომხმარებელს ეცნობება გადახდამდე.
გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდის უსაფრთხო სისტემით. კომპანია არ ინახავს საბანკო ბარათის მონაცემებს.
3.3. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ფასები, რაც არ შეეხება უკვე შეძენილ და გააქტიურებულ მომსახურებას.
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაუქმება და თანხის დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ჯერ არ არის გააქტიურებული/გამოქვეყნებული პლატფორმაზე.
4.2. განცხადების გამოქვეყნების ან გააქტიურების შემდეგ მომსახურება ითვლება მიწოდებულად და თანხის დაბრუნება არ ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
პლატფორმის ტექნიკური ხარვეზის გამო განცხადება ვერ ქვეყნდება გონივრულ ვადაში;
თანხის დაბრუნება სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობით.
4.3. თანხის დაბრუნების ვადა შეადგენს არაუმეტეს 10 სამუშაო დღეს და ხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით.
5.1. კომპანია უფლებას იტოვებს მიიღოს ნებაყოფლობითი დონაციები/შემოწირულობა პლატფორმის განვითარების მიზნით.
5.2. დონაცია არ წარმოადგენს მომსახურების შეძენის სავალდებულო პირობას და არ იძლევა ავტომატურად დამატებითი სერვისების მიღების გარანტიას, თუ შესაბამისი მომსახურება ცალკე არ არის შეძენილი ან შეთანხმებული.
5.3. მიღებული თანხა სრულად მოხმარდება პლატფორმის ფუნქციონალის, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
მომხმარებელი ვალდებულია:
პლატფორმაზე განათავსოს ზუსტი, კანონთან შესაბამისი ინფორმაცია;
არ განათავსოს ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან უკანონო შინაარსი;
არ გამოიყენოს პლატფორმა სპამის, თაღლითობის ან მესამე პირის უფლებების დარღვევის მიზნით.
კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან შეზღუდოს ის განცხადება ან ანგარიში, რომელიც არღვევს წესებს.
7.1. ანგარიშის შექმნისას მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
7.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
7.3. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის დახურვა ელფოსტით info@geoportal.ge. მოთხოვნა სრულდება 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
8.1. კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია:
რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციისთვის;
მომსახურების გაწევისთვის;
მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის.
8.2. გადახდის ბარათის მონაცემები მუშავდება ბანკის გადახდის გვერდზე; კომპანია არ იღებს და არ ინახავს ბარათის დეტალებს.
8.3. მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ან მომსახურების შესრულებისთვის აუცილებელ შემთხვევებში.
9.1. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ პლატფორმის ტექნიკური ფუნქციონირების ფარგლებში.
9.2. მესამე პირის ბმულებზე განთავსებულ შინაარსზე პასუხისმგებელია შესაბამისი მესამე პირი.
9.3. წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა განიხილება კანონით დადგენილი წესით.