კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვებ-გვერდზე Geoportal.ge, რომლის მფლობელი და ოპერატორია
შპს „თრეველმედ გლობალ“
საიდენტიფიკაციო კოდი: 404508190
მისამართი: სართიჭალას ქუჩა №7, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 579 00 10 40
ელფოსტა: info@geoportal.ge

ვებ-გვერდით სარგებლობით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის პირობებს.


1. დამუშავებული პერსონალური მონაცემები

კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისა და მომსახურების გაწევისათვის, მათ შორის:

  • სახელი და გვარი;

  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

  • ანგარიშთან/პროფილთან დაკავშირებული მონაცემები;

  • განცხადებების განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

  • კომუნიკაციის ისტორია მომხმარებელთან.


2. მონაცემების დამუშავების მიზნები

პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია;

  • მომსახურების გაწევა (განცხადებების განთავსება და მართვა);

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა;

  • ფინანსური ოპერაციების სწორად შესრულება;

  • პლატფორმის უსაფრთხოების და გაუმჯობესების უზრუნველყოფა.


3. გადახდები და საბანკო მონაცემები

გადახდები ხორციელდება საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდის უსაფრთხო სისტემის მეშვეობით.

კომპანია არ იღებს, არ ამუშავებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს. გადახდის პროცესში შეყვანილი მონაცემები სრულად მუშავდება ბანკის გადახდის გვერდზე.


4. მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე

კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • როდესაც მონაცემების გადაცემა აუცილებელია მომსახურების გაწევისათვის;

  • როდესაც არსებობს მომხმარებლის თანხმობა;

  • როდესაც მონაცემების გადაცემა სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობის ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.


5. მონაცემების შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია მომსახურების გაწევის, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისა და დავების მოგვარებისათვის, ან კანონით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.


6. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე;

  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან განახლება;

  • მოითხოვოს მონაცემების წაშლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

  • გააუქმოს საკუთარი ანგარიში პლატფორმაზე.

მოთხოვნების დასაფიქსირებლად მომხმარებელი უკავშირდება კომპანიას ელფოსტით info@geoportal.ge.


7. მონაცემების უსაფრთხოება

კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან ან არასწორი გამოყენებისგან.


8. პოლიტიკის ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.


9. მოქმედი სამართალი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.